29-05-2018

ბრაზილიის ბანკის კულტურულ ცენტრში გამოფენაზე ქართული ანბანის 3 სახეობა წარადგინეს. აჩვენეს ვიდეო GEORGIA MADE BY CHARACTERS. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ღონისძიება საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში ჩატარდა.

გამოფენას დიპლომატიური კორპუსის, კულტურული და საგანმანათლებლო წრეების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

დამთვალიერებლებმა ქართული ღვინო და ტრადიციული ტკბილეული დააგემოვნეს.